ხშირად დასმული კითხვები
პასუხები კითხვებზე, რომლებსაც ხშირად გვისვამენ.
უფასო ტესტირებას (Free Trial) საბანკო ბარათი სჭირდება?+
არა, საბანკო ბარათის მითითება არ არის საჭირო. რეგისტრაციისთანავე გაგიაქტიურდებათ პროგრამის უფასო 1-თვიანი PRO პაკეტი, რათა გამოსცადოთ აპლიკაციის სრული ფუნქციონალი.
შემიძლია ნებისმიერ დროს გავაუქმო გამოწერა ან ანგარიში?+
დიახ, გამოწერის ან ანგარიშის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. გაუქმებამდე მარტივად შეძლებთ თქვენი მონაცემების ჩამოტვირთვას (Export), რის შემდეგაც თქვენი ინფორმაცია სრულად წაიშლება ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.
რა ენების მხარდაჭერა აქვს პლატფორმას?+
პლატფორმა სრულად მუშაობს სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და რუსულად.
შესაძლებელია თუ არა მონაცემების გადმოტანა Excel-იდან?+
დიახ, სისტემას აქვს მონაცემების იმპორტის (Import) ფუნქცია. გარდა ამისა, ჩვენი ტექნიკური გუნდი დაგეხმარებათ Excel-ის ფაილებიდან ბაზის სრულყოფილად გადმოტანაში.
აქვს თუ არა პროგრამას მობილური აპლიკაცია?+
დიახ, ვებ-ბრაუზერიდან გახსნისას სისტემა ავტომატურად შემოგთავაზებთ აპლიკაციის ინსტალაციას (PWA). დაინსტალირების შემდეგ აპლიკაცია დაემატება თქვენი ტელეფონის მთავარ ეკრანზე.
შემიძლია თუ არა ტარიფის (გეგმის) შეცვლა?+
დიახ, სააბონენტო გეგმის (ტარიფის) შეცვლა ან განახლება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს პირადი კაბინეტიდან.
რა ღირს პროგრამით სარგებლობა (ფასები და ტარიფები)?+
ინდივიდუალური პაკეტი: 25 ლარი/თვეში. სალონის/გუნდური პაკეტი: 35 ლარი/თვეში (მოიცავს 1 თანამშრომელს); ყოველ დამატებით თანამშრომელზე ემატება 15 ლარი (მაგალითად: 3-თანამშრომლიანი სალონისთვის ღირებულება შეადგენს 65 ლარს/თვეში: 35₾ + 2×15₾). Enterprise პაკეტი: მსხვილი ბიზნესისთვის პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად.
გაქვთ სხვა შეკითხვა?
გამოგვიგზავნე